ანგარიში
2014-2015 სასწავლო წელს ბოდბის საჯარო სკოლის მათემატიკის კათედრაზე ირიცხებოდა ხუთი მასწავლებელი. სასწავლო
წლის დასაწყისშივე განვიხილეთ სახელმძღვანელოები და შევარჩიეთ. შევადგინეთ კათედრის
მუშაობის წლიური გეგმა.
გეგმის მიხედვით ჩატარდა ორი ინტეგრირებული გაკვეთილი:
ისტ-ის მასწავლებელმა მ.ბალარჯიშვილმა VI კლასში ჩაატარა
ბუნებისმეტყველების მასწავლებელ ქ.ნანდოშვილთან
ერთად თემაზე ,,კოსმოსი“;
ხოლო მათემატიკის მასწავლებელმა ნ. ქუსიკაშვილმა ჩაატარა ინტეგრირებული
გაკვეთილი ფიზიკის მასწავლებელ მ. ხაჩიაშვილთან ერთად თემაზე:,, ვექტორების პრაქტიკული
გამოყენების მაგალითები“.
I სემესტრის მასალაზე ჩატარდა ღონისძიებები
სახელწოდებით ,,ეტალონი“
VI, VII, IX კლასებში.
თითოეულ კლასში გამოვლინდა გამარჯვებული:
VI კლასში ს. ბაღაშვილი,
VII კლასში ნ.ოთარაშვილი,
IX კლასში ნ.
მაჭარაშვილი.
ი. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო
უნვერსიტეტის პროექტში ,,ნაბიჯ-ნაბიჯ ცოდნისაკენ” გასაუბრებაში გაიმარჯვეს XI კლასის მოსწავლეება მ.წიკლაშვილმა და დ. ხუნაშვილმა, IX კლასელმა ნ. კოჭლამაზაშვილმა.
8 იანვრიდან 14
იანვრამდე ბავშვებმა მოისმინეს უნივერსიტეტის
პროფესორ- მასწავლებლების ლექციები და ჩააბარეს შესწავლილი მასალა გამოცდის სახით. მიღებული შედეგებით
ისინი მოხვდნენ საკვირაო სკოლაში.
დირექციის მიერ ჩატარდა შემოწმებითი წერა
XII კლასში,სადაც მივიღეთ შემდეგი შედგები: სამი ,,10“-იანი, ოთხი ,,9“-იანი, სამი ,,8“-იანი,
ორი ,,6“-იანი, სამი ,,5“-იანი
მათემატიკის
კათედრის თავმჯდომარე - ნ.ქუსიკაშვილი
2015წ. 15 იანვარი
Комментариев нет:
Отправить комментарий